დღევანდელი დაჯილდოვების დეტალები
დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, FIFA-ს გალა-წარმოდგენა გაიმართება, რომელზეც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები დაჯილდოვდებიან. სწორედ დღეს გაირკვევა 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა, რომელსაც "ოქროს ბურთი" გადაეცემა.
ციურიხში გასამართ ღონისძიება, "ბარსელონა" წარმომადგენლობითი დელდეგაციით მიემგზავრება. დელეგაციას, რომელიც ელ პრატის აეროპორტს ადგილობრივი დროით 11 საათზე დატოვებს, სანდრო როსელი უხელმძღვანელებს. შვეიცარიაში გაემგზავრებიან "ოქროს ბურთს" კანდიდატები, ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა, ოჯახებთან ერთად. გარდა ამისა, FIFPro-ს წლის გუნდში მოხვედრის კანდიდატები: ჩავი, პიკე, ალვესი, ალბა, მასკერანო, პუიოლი, ფაბრეგასი და ბუსკეტსი, ასევე ოჯახებთან ერთად.
"ბარსელონას" დელეგაციაში ასევე იქნებიან კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, დირექტორები ხორდი მესტრე და მანელ აროიო, სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა.
"ოქროს ბურთის" მოპოვების კანდიდატები, პრესკონფერენციას თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავენ. ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ხილვა შეგიძლიათ საიტზე https://sportv.ws/.
თბილისის დროით 20:00 საათზე, კიდევ ერთი ტრადიციული ღონისძიება გაიმართება - ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და კრიშტიანუ რონალდუ წითელ ხალიჩაზე გამოჩნდებიან. ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ხილვა ასევე შეგიძლიათ საიტზე https://sportv.ws/.
და ბოლოს - თბილისის დროით 22:00 საათზე, მოხდება 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა და დაჯილდოვება. რა თქმა უნდა, საიტი https://sportv.ws/ ამ ღონისძიებსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]