პირველად - მეოთხედ

პირველად - მეოთხედ

ლიონელ მესისთვის, რეკორდების დამხობა პრობლემას რომ არ წარმოადგენს, არგენტინელმა ჯადოქარმა ეს კიდევ ერთხელ ხიურიხში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე დაადასტურა, სადაც იგი ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

აქამდე, არათუ ზედიზედ, არამედ საერთოდ, 4-ჯერ საუკეთესოს წოდება მოპოვებული არავის ჰქონდა. 2012 წელს, ლიონელ მესის იმდენი ინდივიდუალური მიღწევა ჰქონდა, რომ არცუ წარმატებული გუნდური წლის მიუხედავად, "ოქროს ბურთის" მოპოვების მთავარ ფავორიტად სწორედ ის მიიჩნეოდა და საბოლოოდ, პროგნოზი გამართლდა კიდეც.

მესიმ ჟურნალისტების, ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების ხმების 41.60% მიიღო. მე-2 ადგილზე გასულმა რონალდუმ 23.68% მიიღო, ხოლო მესამეადგილოსან ანდრეს ინიესტას წილად 10.91% ხვდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.