როურა: „ვილია უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება“

როურა: „ვილია უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება“

ტიტო ვილანოვას თანაშემწე ხორდი როურა, რომელიც მთავარი მწვრთნელის არყოფნაში მის მოვალეობას ასრულებს, აცხადებს, რომ დავიდ ვილია ნელ-ნელა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.

"ვილია შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის "ბარსელონასთვის" საჭირო მოთამაშეა. ნელ-ნელა, ის უფრო და უფრო მოუმატებს და გუნდისთვის უფრო საჭირო ფეხბურთლი იქნება. ამაში ეჭვი არ მეპარება."

"კორდობასთან" მოგებული (5:0) თამაშის შემდეგ, როურამ სხვა საკითხებზეც ისაუბრა:

"თუ რამის აღნიშვნაა საჭირო, ესაა ფეხბურთელების დამოკიდებულება საქმის მიმართ და მათი ამბიცია, რომლითაც ისინი სათამაშოდ გამოვიდნენ. შეიძლება მოგვჩვენებოდა, რომ ეს იოლი მატჩი იყო, მაგრამ მთავარია, ფეხბურთელები მოედანზე თამაშის სურვილით გამოსულიყვნენ.

ალექსის სანჩესი? მას ჰქონდა პერიოდი, როდესაც ვერაფრით ახერხებდა გატანას. მნიშვნელოვანია, რომ მან ეს უგოლო სერია შეწყვიტადა გუნდს ძალიან დაეხმარა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.