Catalunya Ràdio: ვილია "მალაგასთან" არ ითამაშებს

Catalunya Ràdio: ვილია "მალაგასთან" არ ითამაშებს

დავიდ ვილია ვერ შესძლებს გუნდს დაეხმაროს ოთხშაბათს, სამეფო თასზე, "მალაგას" წინააღმდეგ - იტყობინება Catalunya Ràdio. უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ფეხბურთელის მონაწილეობა "სოსიედადთან" მატჩშიც.

ვილიამ, "კორდობასთან" შეხვედრა ბოლომდე ვერ ითამაშა, თუმცა კლუბმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი ტრავმირებული არ იყო და მას მხოლოდ მცირე ტკივილი აწუხებდა. თუმცა, შაბათს გამართული ვარჯიშის შემდეგ, პრობლემა გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა და დავიდი გუნდს მალაგაში ვერ გაჰყვა.

ბარძაყის კუნთების ტრავმამ, შესაძლოა, დავიდს რამდენიმე დღე გამოატოვებინოს. მისთვის ეს დიდი დანაკარგია, რადგან ამ სეზონში ფეხბურთელი ყველაზე ეფექტურად და რეგულარულად სამეფო მატჩის თამაშებში იღებდა მონაწილეობას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.