მზადება "მალაგასთან" გასამართი შეხვედრისთვის

მზადება "მალაგასთან" გასამართი შეხვედრისთვის

"სიუტატ ესპორტივაზე" დღეს გამართულ სავარჯიშო სესიაზე სიახლე სამეფო თასის ბურთების გამოჩენა იყო. პირველი გუნდი აგრძელებს მზადებას "მალაგასთან" ხვალ გასამართი შეხვედრისთვის. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში მწყობრში მყოფი ყველა მოთამაშე იყო.

ვილია გამოტოვებს შეხვედრას

დავიდ ვილია დღეს კვლავ დარბაზში ვარჯიშობდა. ესპანელი თავდამსხმელი კუნთის ტრავმის შემდეგ აღდგენით კურსს გადის. ასტურიელი გამოტოვებს "მალაგასთან" გასამართ შეხვედრას და პარასკევს გაირკვევა, ითამაშებს თუ არა ის "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ. მარკ მუნიესა, რომელიც გუშინ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა დღეს განცალკევებით ასრულებდა სპეციალურ პროგრამას. შეხვედრმადე ბოლო ვარჯიშს გუნდი ხვალ, "ნოუ კამპზე" 12:30 საათზე გამართავს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=pjmDR9S-hMo]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.