ფინალისთვის მზადება გრძელდება
სამეფო თასის ფინალის წინ გუნდმა დღეს ბოლოსწინა ვარჯიშა გამართა. სესიაზე ”Juvenil A”-ს ფეხბურთელები, სერხიო აიალა და ბრაიან ოლივანი იმყოფებოდნენ. ”ატლეტიკთან” გასამართ მატჩამდე ”სიუტატ ესპორტივაზე” ეს უკანასკნელი ვარჯიში იყო, ხვალ გუნდი სესიას ”ნოუ კამპზე” გამართავს.
გუნდი პეპ გვარდიოლას მეთაურობით აგრძელებს მზადებას 25 მაისს, ”ვისენტე კალდერონზე” გასამართი შეხვედრისთვის მზადებას. წინა დღეების მსგავსად სესიაზე პირველი გუნდის მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა. ”ბარსა ბ”-დან გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ მონტოია, ბარტრა, ტელიო და დოს სანტოსი. სრულად იტვირთებოდნენ პინტო და სანჩესი, რომელბსაც თამაშის უფლება ჯერ-ჯერობით არ მიუღიათ.
ბოლო ვარჯიში ”ნოუ კამპზე”
გუნდი ბოლო ვარჯიშს ფინალამდე ხვალ, 19 საათზე ”ნოუ კამპზე” გამართავს. ფეხბურთელები მადრიდში თამაშის დღეს გაფრინდებიან. ხვალინდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა პრეს-კონფერენციას გამართავს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=p8HI0cxmDao]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]