ალვეში:"ბარსას" ინტერესი ჩემდამი, სიზმარი ნამდვილად არ იყო"

ალვეში:"ბარსას" ინტერესი ჩემდამი, სიზმარი ნამდვილად არ იყო"

"ზენიტის" პორტუგალიელმა მცველმა, ბრუნო ალვეშმა ისაუბრა კატალონიის "ბარსელონას" ინტერესზე მის მიმართ, ციტირებს ალვეშის სიტყვებს რუსული კლუბის ოფიციალური საიტი:

"არა, ეს არ იყო სიზმარი. ეს მართლაც მოხდა 2008 წელს. მე მქონდა შანსი "ბარსელონაში" გადასვლის, მაგრამ ბოლოს "პორტუმ" გადაწყვიტა ყველაფერი. "ბარსა" ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ასეთ კლუბში, ასეთ დონეზე თამაშს. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, წავიდოდი ესპანეთში."

ჩემი მომავალი? ჯერჯერობით ვრჩები რუსეთში. თუ კიდევ დამირეკავს "ბარსელონა", დავფიქრდები," განაცხადა ბრუნო ალვეშმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.