ოფიციალურად: პეპ გვარდიოლა 2013 წლის ზაფხულში "ბაიერნს" ჩაიბარებს
"ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ მიიღო გადაწყვეტილება და მომავალი წლის ზაფხულიდან გერმანულ "ბაიერნს" ჩაიბარებს. მიუნხენელთა რიგებში ესპანელი სპეციალისტი 2016 წლის ბოლომდე იმუშავებს.
"ბაიერნი" მოხარულია იმით, რომ შეთანხმებას მიაღია ხოსეპ გვარდიოლასთან, რომელსაც უამრავი კლუბი იწვევდა. პეპი მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, ამიტომაც ის ბევრს შემატებს არა მხოლოდ "ბაიერნს", არამედ გერმანულ ფეხბურთს. ჩვენ მოუთმენლად ველით 2013 წლის ივლისს" – განაცხადა კარლ ჰაინც რუმინიგემ.
ბარსამანიას სახელით წარმატებებს ვუსურვებ პეპ გვარდიოლას მომავალ კლუბში და ვიმედოვნოთ, რომ "ბარსელონას" და "ბაიერნის" გზები არ გადაიკვეთება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]