"ბარსელონა" – "მალაგა". ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ
მატჩის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდს "შესვენებამდე მეტი გოლი უნდა გაეტანა".
ტიტო ვილანოვა შეხვედრის შემდეგ გამოუყენებელ მომენტებზე საუბრობდა: "პირველ ტაიმში ძალიან კარგ დონეზე ვთამაშობდით და მეტი გოლი შესვენებამდე უნდა გაგვეტანა". მწვრთნელი არ დაეთანხმა მანუელ პელეგრინის, რომელმაც განაცხადა, რომ მეორე ნახევარში "მალაგა" უკეთ თამაშობდა: "არ ვფიქრობ, რომ "მალაგა" უკეთ თამაშობდა. უბრალოდ პირველ ნახევარში თამაში ჩვენ მიგვყავდა, ხოლო მეორე ის გათანაბრდა".
თამაშისთვის რთული დღე იყო
მწვრთნელი არ ეძებდა გასამართელებელ მიზეზებს, თუმცა აღნიშნა, რომ "დღეს თამაშისთვის ადვილი დღე არ იყო. ძლიერი ქარი იყო, ამიტომ ბურთის კონტროლი გაგვიჭირდა". ასევე მწვრთნელმა დანანებით აღნიშნა ის, რომ ბოლო 15 წუთში, როცა მეტოქე კაცნაკლული იყო მისმა შეგირდება საგოლე მომენტების შექმნა ვერ შეძლეს.
დაიცვა ალექსისი
ვილანოვამ დაიცვა ალექსის სანჩესი, როცა მას ჩილელის მიერ 2 გაცუდებულ საგოლე მომენტზე დაუსვეს შეკითხვა: "ჩვენ მას მხარი უნდა დავუჭიროთ, ისევე როგორც ტიაგოს. ის ახალგაზრდა მოთამაშეა და სრულად ცდილობს შეხვედრისას დახარჯვას. მან ეს მომენტები ვერ გამოიყენა, რადგან მათ შესაქმნელად ძალიან ბევრს მოძრაობდა. ჩვენ მას ამ შეცდომებს ვაპატიებთ, თუმცა არასდროს ვაპატიებთ იმას, რომ მოედანზე არ იმოძრაოს. ის ცდილობს და ბევრს შრომობს. ის ერთ–ერთი ჩვენთაგანია და თუკი მხარს არ დავუჭერთ არასწორი ვიქნებით".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]