ესპანეთში, ყველაზე დიდი დასწრება „კამპ ნოუს“ აქვს

ესპანეთში, ყველაზე დიდი დასწრება „კამპ ნოუს“ აქვს

მას შემდეგ, რაც ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის სტატისტიკური მონაცემები შეჯამდა, ცნობილი გახდა, რომ განვლილ 19 ტურში, ყველაზე მეტი გულშემატკივარი "ბარსელონას" საშინაო არენას, "კამპ ნოუს" ეწვია. ამ სტადიონზე გამართულ შეხვედრას, საშუალოდ, 75.738 ადამიანი ესწრებოდა.

მე-2 ადგილზე მოდის მადრიდის "რეალი". "სანტიაგო ბერნაბეუს" საშუალო მაჩვენებელი 71.864 ადამიანია. ამ მაჩვენებლით, ესპანური გრანდები მდევრებს დიდი სხვაობით უსწრებენ.

რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს - "გრანადა" პრიმერაში მოთამაშე ერთადერთი გუნდია, რომლის დასწრების მაჩენებელი 90%-ზე მეტია. 22.500 ადამიანის ტევადობის "ლოს კარმენესზე", საშუალოდ, 20.444 გულშემატკივარი დადის.

პროცენტულად, ყველაზე ნაკლები დასწრება "ესპანიოლსა" და "სარაგოსას" აქვთ, რომელთა სტადიონები სანახევროდაც კი არ ივსება. რაოდენობრივად, ყველაზე ცუდად საქმე "რაიო ვალიეკანოს" (საშუალოდ 9.170 ადამიანი) და "ხეტაფეს" (9.011) აქვთ.

მთელს პირველ წრეში, მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სტადიონი ბოლომდე შეივსო. ეს მოხდა "გრანადა"-"ატლეტიკოსა" და "რეალი"-"ატლეტიკოს" თამაშებზე.

ბოლო დროს, ესპანეთში, სტადიონებზე დასწრებამ საგრძნობლად იკლო და ამ მხრივ, ის კიდევ უფრო ჩამორჩა გერმანიასა და ინლისს. ამ ქვეყნებში, სტადიონების უმრავლესობა, 90%-ზე მეტით არის ხოლმე შევსებული. ქვეყნებს შორის ამხელა სხვაობის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ესპანეთში, ბილეთის ფასის დაახლოებით 2-ჯერ ძვირია, ვიდრე ინგლისსა და გერმანიაში. ამას ემატება ქვეყანაში უმუშევართა დიდი რაოდენობა და ეკონომიკური კრიზისი.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ, ესპანეთის საფეხბურთო ლიგამ, კლუბებს უკვე მიმართა წინადადებით, რომ მოხდეს ბილეთების ფასების დაახლოებით 50%-ით შემცირება, რაც დასწრების მომატებასა და ტელევიზიებიდან შემოსავლების მატებას გამოიწვევს.

  გუნდი დასწრება ტევადობა %
1 გრანადა (ლოს კარმენესი) 20.444 22.500 90.9
2 რეალი (სანტიაგო ბერნაბეუ) 71.864 80.000 89.8
3 ატლეტიკი (სან მამესი) 35.400 40.000 88.5
4 მალაგა (ლა როზალედა) 25.385 29.500 86.0
5 ატლეტიკო (ვისენტე კალდერონი) 44.500 54.581 81.5
6 დეპორტივო (რიასორი) 27.222 34.600 78.7
7 ბარსელონა (კამპ ნოუ) 75.738 98.772 76.7
8 ოსასუნა (რეინო დე ნავარა) 14.946 19.800 75.5
9 სოსიედადი (ანოეტა) 22.575 32.000 70.5
10 ვალენსია (მესტალია) 36.045 52.000 69.3
11 ლევანტე (სიუტატ დე ვალენსია) 16.575 25.354 65.4
12 სევილია (სანჩეს პისხუანი) 29.222 45.500 64.2
13 ბეტისი (ბენიტო ვილიამარინი) 35.121 55.500 63.3
14 რაიო (ვალეკასი) 9.170 14.708 62.3
15 ვალიადოლიდი (ხოზე სორილია) 15.853 26.512 59.8
16 სელტა (ბალაიდოსი) 17.779 30.000 59.3
17 მალიორკა (იბეროსტარ ესტადი) 12.263 23.142 53.0
18 ხეტაფე (კოლიზეუმი) 9.011 17.000 53.0
19 სარაგოსა (ლა რომარედა) 17.111 34.596 49.4
20 ესპანიოლი (კორნელია) 19.699 40.500 48.6

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.