გვარდიოლა "ბარსელონას" საჩემპიონო შანსებზე საუბრობს

გვარდიოლა "ბარსელონას" საჩემპიონო შანსებზე საუბრობს

"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, რომელიც 2013 წლის ზაფხულში "ბავარიას" ჩაიბარებს თვლის ,რომ ამ სეზონში კატალონიური კლუბი ჩემპიონის ტიტულს არ დათმობს...

"ძალიან ბევრი შეცდომა უნდა დაუშვას "ბარსელონამ", რომ ჩემპიონის ტიტული დათმოს. ვერ ვხედავ რა გზით შეიძლება ეს მოხდეს. ეს თითქმის გადაულახავ "უფსკრულად" მეჩვენება. არა იმიტომ, რომ "რეალს" არ შეუძლია ყველა დარჩენილი მატჩი მოიგოს, არამედ იმიტომ, რომ "ბარსელონა" არ წააგებს იმდენს, რომ ტიტული "მადრიდს" დაუთმოს" - განაცხადა პეპ გვარდიოლამ უცხოურ პრესასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ", რომელმაც 19 მატჩში 18 გამარჯვება მოიპოვა, "მადრიდის რეალს" 18 ქულით უსწრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.