"ბარსელონამ" ვალდესსთან მოლაპარაკებები დაიწყო
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები დაიწყო კლუბის 31 წლის ესპანელ მეკარესთან ვიქტორ ვალდესსთან. იტყობინება El Mundo Deportivo.
დღეს, ფეხბურთელის აგენტი ხინეს კარვახალი და ფეხბურთელის მამა ხოსე ვალდესი, "ბარსელონას" სპორტულ დირექტორს ანდონი სუბისარეტას და ვიცე-პრეზიდენტს ჟოსეპ ბართომეუს შეხვდნენ. შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება. შეგახსენებთ, რომ კატალონიურ კლუბს სურს, რომ ვალდესსთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივონ. ესპანელს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]