ტიაგო „მალაგას“ დამარცხებაში დარწმუნებულია

ტიაგო „მალაგას“ დამარცხებაში დარწმუნებულია

"ბარსელობას" ახალგაზრდა ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი "მალაგას" ბარიერს დასძლევს და ესპანეთის თასის ნახევარფინალში ითამაშებს.

"მოედანზე, ერთანეთს კარგად ვუგებთ, მაგრამ შესაძლოა, წამიერად დაყოვნდე და შეცდომა დაუშვა. "მალაგასთან" გამართულ შეხვედრაში, შეცდომის დაშვების ჩემი ჯერი იყო. საჭიროა, ეს რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ და წინსვლა განვაგრძოთ.

რა თქმა უნდა, ახლა, მეტოქეს უპირატესობა აქვს, რადგან მათ სტუმრად 2 ბურთი გაიტანეს, მაგრამ "მალაგას" წინააღმდეგ არაერთი კარგი თამაში ჩაგვიტარებია. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ დაპირისპირებას მოვიგებთ.

ვაპირებთ, მალაგაში ისევე ვითამაშოთ, როგორც პირველ შეხვედრაში, მაგრამ ამჯერად, გამარჯვება გვჭირდება." - აცხადებს ალკანტარა.

ტიაგო ალექსის სანჩესის თამაშზე აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ გულშემატკივრებმა ჩილელი არ უნდა გააკრიტიკონ. შეგახსენებთ, რომ "მალაგასთან" "ბარსელონას" ვერმოგების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სანჩესი იყო, რომელმაც არაერთი ძალიან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. "რამდენიმე კვირის წინ, სანჩესმა 2 გოლი გაიტანა, მაგრამ რატომღაც, ხალხი მასში ეჭვის შეტანას ერთი თამაშის გათვალისწინებით იწყებს. ალექსისი ერთ-ერთია, რომელიც ვარჯიშებზე სხვებზე მეტად იხარჯება. ხოლო მატჩების დროს, მისი წყალობით, საგოლე მომენტებს ვქმნით."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.