კაპელო: „ბარსელონას“ თამაში ყველასთვის სამაგალითოა“
ისეთი დიდი სპეციალისტიც კი, როგორიც ფაბიო კაპელოა, აცხადებს, რომ "ბარსელონას" თამაშში არის სიახლე, რომლის სხვა გუნდებში დანერგვაც შესაძლებელია. იტალიელი მწვრთნელის თქმით, კატალონიელთა თამაში დღეს სამაგალითოა, მაგრამ მისი სრულყოფილად კოპირება შეუძლებელია.
"დღესდღეობით, "ბარსელონას" ტაქტიკა ყველასთვის სამაგალითოა. თუმცა, კატალონიელთა ფეხბურთის კოპირება დიდი შეცდომა იქნება, რადგან "ბარსელონაში, თამაშის ფსიქოლოგია ფეხბურთელებთანაა ადაპტირებული. მიუხედავად ამისა, არის ასპექტები, რომელთა "ბარსელონასგან" გადაღებაც შესაძლებელია. საუბარი მაქვს გუნდის ქმედებას თავდაცვის დროს. როდესაც "ბარსელონა" ბურთს კარგავს, მისი ყველა ფეხბურთელი დაუყოვნებლივ პრესინგს იწყებს და ეს მეტოქის ნახევარზევე ხდება. ჩემის აზრით, ეს რაღაც ახალია."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]