ვილანოვა: „საკუთარ ფეხბურთელებს ვერაფერში დავადანაშაულებ“

ვილანოვა: „საკუთარ ფეხბურთელებს ვერაფერში დავადანაშაულებ“

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, "რეალ სოსიედადთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ, ტიტო ვილანოვამ განაცხადა, რომ იგი საკუთარ ფეხბურთელებს ვერაფერში დაადანაშაულებდა, რადგან მეტოქემ უფრო თავისი დამსახურებით იმარჯვა, ვიდრე კატალონიელთა შეცდომების გამო.

შეგახსენებთ, რომ "ანოეტაზე" გამართულ შეხვედრაში, "ბარსა" მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კატალონიელები ჩემპიონატს მაინც დამაჯერებლად ლიდერობენ.

"მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. მათ საკუთარი დამსახურების გამო უფრო მოიგეს, ვიდრე ჩვენი შეცდომების წყალობით. ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავადანაშაულებ. პირველ ნახევარში, თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და მეტოქის ძელს ბურთი 2-ჯერ მოვარტყით. კიდევ ერთ შემთხვევაში, "სოსიედადი" ბრავომ იხსნა. ჩვენ ვთამაშობდით იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ კედლებში მხოლოდ 6 გოლი ჰქონდა გაშვებული."

ვილანოვა მიიჩნევს, რომ მიუხედავად მდევრებთან არსებული დიდი უპირატესობისა, საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება. "წინ კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი და კიდევ არაერთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშებთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.