მესის მორიგი მიღწევა

მესის მორიგი მიღწევა

"რეალ სოსიედადთან", ლა ლიგის მე-20 ტურში წაგებულ მატჩში, "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ფაქტი მაინც დაფიქსირდა. საქმე ისაა, რომ მესიმ, გოლის გატანა ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ მე-10 მატჩში მოახერხა და სარეკორდო მაჩვენებელს გაუთანაბრდა.

აქამდე, ჩემპიონატის ისტორიაში 3-ჯერ იყო დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელს ზედიზედ 10 თამაშში გაჰქონდა. სამივე შემთხვევაში, ამას "ბარსელონას" ფეხბურთელები ახერხებდნენ.

1942-43 წლების სეზონის მე-19 ტურიდან 1943-44 წლების სეზონის მე-2 ტურის ჩათვლით, მარიანო მარტინმა ზედიზედ 10 თამაშში, სულ 18 გოლი გაიტანა. 1996-97 წლების სეზონში, ბრაზილიელმა რონალდომ, 10 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო. 2011-12 წლების სეზონში, ლიონელ მესიმ, ასევე 10 მატჩში, თავი 18-ჯერ გამოიჩინა, ხოლო მიმდინარე გათამაშებაში, მანვე, ზედიზედ 10 თამაშში გაიტანა, სულ 16 გოლი.

ცუდი ისაა, რომ ბოლო დროს, მესიმ, შედეგიანობას უკლო. პირველ 6 მატჩში (მალიორკასთან, სარაგოსასთან, ლევანტესთან, ატლეტიკთან, ბეტისთან და ატლეტიკოსთან) მან 2-2 გოლი გაიტანა, ხოლო ბოლო 3 შეხვედრაში (ვალიადოლიდთან, ესპანიოლთან, მალაგასთან და სოსიედადთან) იგი თითო ბურთს დასჯერდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ "რეალ სოსიედადის" სტადიონზე, მესიმ თავისი პირველი გოლი გაიტანა.

თუ ლა ლიგის მომდევნო ტურში, "ოსასუნას" წინააღმდეგ, მესიმ კვლავ გაიტანა, იგი ესპანური ფეხბურთის აბსოლუტური რეკორდსმენი იქნება, რაც არგენტინელისთვის უცხო ნამდვილად არაა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.