"იუვე" ვილიათი დაინტერესდა
ესპანურ პრესაზე დაყრდნობით, ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესებულია კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდით, დავიდ ვილიათი.
"ბებერმა ქალბატონმა" თითქმის მიაღწია შეთანხმებას "ატლეტიკ ბილბაოსთან", ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერზე , თუმცა ტურინელთა მწვრთნელ ანტონიო კონტეს, დავიდ ვილას შეძენა სურს. აღსანიშნავია, რომ იტალიელებს ვილიას გადაბირება ზაფხულშიც სურდათ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
მიმდინარე სეზონში ასტურიელი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის. მან უკვე განუცხადა ვილანოვას, რომ ზამთარშივე სურს კლუბის დატოვება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]