ბლატერი: „მესი საუკეთესოა“

ბლატერი: „მესი საუკეთესოა“

მსოფლიო ფეხბურთის პირველი პირი, FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი აცხადებს, რომ ამჟამად, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია.

"დღესდღეობით, ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ამიტომ, ამაყები ვართ იმ ადამიანების გამო, ვინც ხმის მიცემის დროს, თავისი არჩევანი მასზე შეაჩერა."

ბლატერი აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, სამომავლოდ, პრიზი სამივე ფინალისტს გადაეცეს. როგორც იცით, ამჟამად, ჯილდოს მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელი იღებს, ხოლო დანარჩენი 2 ფინალისტი შინ ხელცარიელი ბრუნდება. "ვფიქრობ, მომავალში, სამ ფინალისტს ამდენივე მედალს გადავცემთ. ჩემის აზრით, უსამართლობაა, როდესაც 2 ფინალისტი შინ ხელცარიელი ბრუნდება."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.