"მალაგა" – "ბარსელონა". ჟორდი როურა მატჩის შემდეგ

"მალაგა" – "ბარსელონა". ჟორდი როურა მატჩის შემდეგ

 

ტიტო ვილანოვას ასისტენტმა განაცხადა, რომ ამჯერად მოთამაშეების ყურადღება სამაგალითო იყო და შეხვედრა გუნდისთვის ადვილი არ ყოფილა.

"ჩვენ სიამოვნებით ვზეიმობთ ამ გამარჯვებას, რადგან ძალიან ვუფრთხოდით ამ მატჩს. ეს ადვილი შეხვედრა არ იყო, "ლა როსალედაზე" გამარჯვების მოსაპოვებლად ჩამოვედით. საერთო ჯამში მივიჩნევ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ" – განაცხადა ჟორდი როურამ მატჩის შემდეგ პრეს–კონფერენციაზე.

როურა ფეხბურთელების მიდგომით ძალიან კმაყოფილი იყო: "ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, თუ როგორ შეუძლიათ რთული სიტუაციიდან გამოსვლა. მათ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაგვიტარეს. მთელი გუნდი შესანიშნავად თამაშობდა".

მესი უსაფრთხოების მიზნით შეცვალეს

"ლეო უსაფრთოხების მიზნით შევცვალეთ. ის მარჯვენა ფეხის კუნთში დისკომფორტს გრძნობს, მაგრამ სერიოზული არაფერია" – განაცხადა მწვრთნელმა, რომელმაც მადრიდის "რეალთან" გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა: "ჩვენ კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს "ოსასუნასან" და ახლა "რეალზე" საუბარი არ მსურს".

ასევე მწვრთნელმა განაცხადა, რომ ასეთი გამარკვებები ვილანოვას და აბიდალს ძალებს შემატებს. დასასრულს როურამ მოედნის საფარზე გააკეთა კომენტარი: "მოედანი ცუდ მდგომარეობაში იყო. თამაში რთული იყო. ვფიქრობ, რომ ამან ორივე გუნდს შეუშალა ხელი".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.