"მალაგა" – "ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"მალაგა" – "ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

სერხიო ბუსკეტსი: "შედეგი უფერულია, ჩვენ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. პირველი მატჩის პირველ ნახევარში და დღევანდელ მთლიან შეხვედრაში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. თამაში უპრობლემოდ დავასრულე და კვირას თამაშს შევძლებ. ჩვენ ყველა ტურნირის მოგება გვსურს. 1/2 ფინალში მადრიდის "რეალს" შევხვდებით და ვიმედოვნებთ, რომ პირველ შეხვედრაში კარგ შედეგს მივაღწევთ, მოგვიანებით კი ჩვენი გულშემატკივრების დახმარებით ფინალში გასვლას შევეცდებით"

ხერარდ პიკე: "ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და უნდა მოგვეგო. ახლა დიდებული 1/2 ფინალი გველის "რეალთან", ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. აქ დიდებული ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით, რაც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ. არ მეგონა ასე მალე თუ გავიტანდი, ძალიან გახარებული ვარ, განსაკუთრებით შემდეგ ეტაპზე გასვლის გამო. კასილიასი "რეალის" კაპიტანია და უკვე ბევრჯერ აჩვენა საკუთარი კლასი. ადანი ასევე კარგი მეკარეა. გამარჯვების შემთხვევაში შენ ფინალში გადიხარ, ეს ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი მოთამაშეები დააკლდებათ ისინი მაინც სახიფათონი იქნებიან".

ხავიერ მასკერანო: "ვიცოდით, რომ აქ უნდა ჩამოვსულიყავით და მოგვეგო. ასევე ვიცოდით, რომ ამ გუნდის დამარცხება ადვილი არ იქნებოდა, ისინი ამას მთელი სეზონია ამტკიცებენ, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ".

ანდრეს ინიესტა: "მოხარული ვარ იმით, რომ გოლით გუნდს დავეხმარე. ოთხივე გოლი საჭირო დროს გავიტანეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით, რაც ჩვენი მიზანი იყო. მსაჯის სამუშაო ძალიან რთულია და ამაზე არაფერს ვიტყვი. მეტოქემ ორივეჯერ ძალიან სწრაფად გაათანაბრა ანგარიში. მეორე ტაიმი მთლიანად ჩვენი იყო".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.