რონალდუმ "ბარსასთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, ისაუბრა "სამეფო თასის" 1/2 ფინალზე, სადაც მისი გუნდი კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება:
"ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან უნდა ვითამაშოთ. საუკეთესო საღამო იქნება. ჩვენ საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ, ამიტომ წარმატების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს. მართალია რამდენიმე ძირითადის ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმედია შთამბეჭდავი საღამო გამოდგება მადრიდელებისათვის," ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს "რეალის" ოფიციალური საიტი.
"კლასიკო" ოთხშაბათს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, ესპანეთის დროით 21:00 საათზე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]