აღდგენითი ვარჯიში "კლასიკოს" წინ

აღდგენითი ვარჯიში "კლასიკოს" წინ

"ოსასუნასთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ , კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელებმა დღეს დილით აღდგენითი ვარჯიში გამართეს. ვილანოვას შეგირდები, ოთხშაბათს გასამართი "კლასიკოსათვის" ემზადებიან.

 

გუნდმა დღეს დილით დაიწყო მომზადება "სამეფო თასის" 1/2 ფინალური შეხვედრისათვის, რომელსაც "ბარსა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართავს. იმ ფეხბურთელების გარდა, რომლებმაც გუშინ ჩაატარეს მატჩი, ვარჯიშში მონაწილეობა "ბარსელონა ბ-ს" კიპერმა, ოიერმა მიიღო. ფეხბურთელები ვარჯიშს ხვალ დილით, "სან ჟოან დესპიზე" დაუბრუნდებიან. შემდეგ კი მადრიდში გაფრინდებიან.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.