აბიდალი საავადმყოფოდან გამოწერეს

აბიდალი საავადმყოფოდან გამოწერეს

"ბარსელონას" ფრანგი მარცხენა მცველი ერიკ აბიდალი საავადმყოფოდან გამოწერეს და იგი სრული დატვირთვით ვარჯიშს მომდევნო კვირიდან განაახლებს. აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიური პრესა ავრცელებს.

2011 წლის მარტში, აბიდალს ღვიძლზე სიმსივნე აღმოუჩინეს და მას ოპერაცია გაუკეთეს. აბიდალი მოედანს ორ თვეზე ნაკლებ დროში, მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამართულ შეხვედრაში დაუბრუნდა.

2012 წლის მარტში, ცნობილი გახდა, რომ აბიდალს კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდებოდა და ფეხბურთელი მას შემდეგ უქმობს. ბოლო დროს, 33 წლის ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, ხოლო უკანასკნელი რამდენიმე დღე, მან საავადმყოფოში სამედიცინო გამოკვლევების გასავლელად გაატარა.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, აბიდალი საავადმყოფოდან გამოწერეს და იგი გუნდთან ერთად ვარჯიშს მომდევნო კვირიდან განაგრძობს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.