როურა:"რონალდუს შესაჩერებლად, არ ვაპირებთ რაიმე განსაკუთრებულს"
კატალონიის "ბარსელონას" მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ასისტენტმა ისაუბრა მადრიდის "რეალის" ვარსკვლავ, კრიშტიანუ რონალდუზე, იტყობინება ესპანური მედია. როურას თქმით , პორტუგალიელის გასანეიტრალებლად, "ბარსა" რაიმე განსაკუთრებულს არ აპირებს:
"რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია. მთელმა მსოფლიომ იცის, თუ რას წამორადგენს პორტუგალიელი. მის გასანეიტრალებლად არ ვაპირებთ თავის მტვრევას, უბრალოდ ვიქნებით კონცენტრირებულნი," განაცხადა ხორდი როურამ.
ცნობისთვის "ელ კლასიკო" დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, თბილისის დროით 00:00 საათზე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]