"ბარსა ბ-ს" ექვსი მოთამაშე ნაკრებში გამოიძახეს

"ბარსა ბ-ს" ექვსი მოთამაშე ნაკრებში გამოიძახეს

სერხი გომესი, ლუის ალბერტო, გრიმალდო და დეულოფეუ ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში, ხოლო აუგუსტინო კა და ედგარ იე პორტუგალიის 20 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

სარეზერვო გუნდის ფანტასტიური სეზონი, ნაკრებების მწვრთნელების მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების თავკაცი, ხულენ ლოპეტეგი პირადად დაესწრო მატჩს, რომელიც "ბარსა ბ"-სა და "რეალ მადრიდ კასტილიას" შორის გაიმართა "მინიესტადზე". სწორედ ამ თამაშის შემდეგ ნაკრებში პირველად იქნენ გამოძახებულნი სერხი გომესი, ლუის ალბერტო და გრიმალდო.

კატალონიური კლუბის სარეზერვო გუნდის ოთხი ფეხბურთელი, ნაკრებს 4 თებერვალს შეუერთდება. მომდევნო დღეს ესპანელები ბელგიელ თანატოლებთან გამართავენ შეხვედრას "ახტერ დე კაზერენზე". შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 6 თებერვალს კი ფეხბურთელები, სრულად იქნებიან კლუბის განკარგულებაში და განაგრძობენ მზადებას, რათა "გვადალახარას" წინააღმდეგ გასამართ მატჩს მზადყოფნაში შეხვდნენ.

ორი პორტუგალიელი ფეხბურთელი ედგარ იე და აუგუსტინო კა თავიანთ შეხვდრას, პორტუგალიის 20 წლამდელთა ნაკრებში 5 თებრვალს, "დომინიკ დიუშელის" მოედანზე, თბილისის დროით 23:30 საათზე გამართავენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.