დელ ბოსკემ "ბარსას" 10 ფეხბურთელს უხმო
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ გამოაცხადა იმ 21 ფეხბურთელის გვარი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოთხშაბათს, 6 თებერვალს "ურუგვაის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში. დელ ბოსკემ ამ განაცხადში, "ბარსელონას" 10 ფეხბურთელი შეიყვანა. ესენია: ვალდესი, პიკე, პუიოლი, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სესკი, პედრო და ვილია. ამრიგად, პუიოლი, რომელიც კვლავ განაცხადშია, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით რიგით მე-100 მატჩს ჩაატარებს. უკან დაბრუნებული "ბარსას" ფეხბურთელები ლა ლიგის შემდეგ მატჩს, კვირას, 10 თებერვალს "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართავენ. თამაში თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]