მესი კონტრაქტს ხუთშაბათს გაახანგრძლივებს
გასულ თვეში კარლეს პუიოლთან და ჩავი ერნანდესთან კონტრაქტების გახანგრძლივების შემდეგ ახლა ლეო მესის დრო მოვიდა. თავდამსხმელი, რომელიც ახლა შვედეთში იმყოფება, სადაც არგენტინის ნაკრები ხვალ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ხუთშაბათს კლუბის ოფისში გამოცხადდება და ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომლის თანახმადაც ის "ბარსელონას" ღირსებას 2018 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. ცერემონია კლუბის ოფისთან 16:30 საათზე დაიწყება.
გასული წლის 18 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ის კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებდა, რომელსაც ვადა 2016 წლის 30 ივნისს ეწურებოდა. ამავე დღეს გახდა ცნობილი, რომ კონტრაქტებს კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი გაახანგრძლივებდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]