რონალდინიო: "დასანანია, რომ მესისთან ერთად უფრო მეტი არ მითამაშია"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ განაცხადა, რომ ძალიან ნანობს რადგან უფრო დიდი ხანი ვერ შესძლო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფორვარდთან ლიონელ მესისთან ერთად თამაში. იტყობინება ესპანური პრესა.
"მესი - ჩემი კარგი მეგობარია. მე ვნახე მისი პროგრესი "ბარსელონაში" და მესმოდა, რომ მას დიდი მომავალი ელოდა. რაც მან გააკეთა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბავშვი იყო ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ბევრი უფროსი წლოვანების ფეხბურთელი უბრალოდ იოცნებებდა ამაზე. რაც შემეხება მე, ერთადერთი რამ რისი გაკეთებაც ვერ მოვახერხე ის არის, რომ ვერ ვითამაშე უფრო მეტი ხანი მესისთან ერთად." - განაცხადა რონალდინიომ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]