იმუნიტეტი ”ფიფას ვირუსის” წინააღმდეგ

იმუნიტეტი ”ფიფას ვირუსის” წინააღმდეგ

კვირას, ”ბარსელონას” მოუწევს მეხუთე მატჩი სანაკრებო პაუზის შედმეგ. პირველ ოთხ ასეთ თამაშში კატალონიელებმა 12 ქულის მოგროვება მოახერხეს.

”რეალ სოსიედადისა” და ”ხეტაფეს” განადგურება

საშინაო თამაშების სერიის დაწყების წინ იყო პირველი სანაკრებო პაუზა. ”ბარსელონამ” შეძლო და არ აიკიდა ე.წ. ”ფიფას ვირუსი”, რომელსაც ბოლო დროს ბევრ გრანდში ჰქონდა სახელი განთქმული. პირველივე თამაში მათ მოახერხეს 5 გოლის გატანა ”რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ და მოიპოვეს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება (5-1). სამი კვირის შემდეგ, საერთაშორი მატჩების დამთავრებისთანავე მათ მოუწიათ თამაში ”ხეტაფეს” წინააღმდეგ. კატალონიელებმა შეძლეს მეორე გამანადგურებელი გამარჯვების მოპოვება 4-1.

გამარჯვებები ”დეპორტივოსა” და ”სარაგოსას” წინააღმდეგ

მესამე სანაკრებო პაუზა დაემთხვა ოქტომბერს, ზუსტად ”კლასიკოს” შემდეგ. ”ბარსამ” ”დეპორტივოს” წინააღმდეგ გაიბრძოლა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი, რომელიც იყო როგორც სანახაობრივი, ასევე შედეგიანი. საბოლოო შედეგი გახლდათ 5-4. ოთხი კვირის შემდეგ, ნოემბერში, კატალონიელებმა ზუსტად ასეთი პაუზის შემდეგ ჰქონდათ თამაში ”სარაგოსას” წინააღმდეგ. უკანასკნელი თამაში წყნარად გაიმართა, ”ბარსას” ჩვეულ სტილში: საოცარი ბურთის ფლობის მაჩვენებელი და შედეგიანი თამაში. საბოლოო ანგარიში გახლდათ 3-1. ზუსტად ამ მატჩის შემდეგ დაიწყო მითქმა-მოთქმა იმუნიტეტზე ”ფიფას ვირუსის” წინააღმდეგ. შესძლებს თუ არა კატალონიური გრანდი ზედიზედ მეხუთე მატჩის მოგებას?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.