აბიდალი, სავარაუდოდ, "ხეტაფესთანაც" ვერ ითამაშებს

აბიდალი, სავარაუდოდ, "ხეტაფესთანაც" ვერ ითამაშებს

კატალონიის "ბარსელონას" მცველი ფრანგი, ერიკ აბიდალი, რომელმაც ერთი წლის წინ უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, კვლავ ვერ შესძლებს დაეხმაროს კატალონიურ კლუბს. აქამდე ფრანგული პრესა წერდა, რომ აბიდალი "ხეტაფესთან" თამაშს შესძლებდა, თუმცა კლინიკაში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ აბიდალი ვარჯიშებზე მხოლოდ სამშაბათს დაბრუნდა და ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნება კვლავ გადაიდო. 
აქვე შეგახსენებთ, რომ აბიდალი უკანასკნელად მოედანზე 2012 წლის 29 თებერვალს გამოვიდა, როცა ეროვნულ ნაკრებში მთლიანი მატჩი ჩაატარა ამხანაგურ შეხვედრაში გერმანიის წინააღმდეგ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.