ფალკაო: ”ბარსასთან” ბრძოლა ძალიან რთული იქნება”
ლა ლიგის 22-ე ტურის შემდეგ სხვაობა ”ატლეტიკოსა” და ”ბარსას” შორის 9 ქულას შეადგენს. ზუსტად ამის შესახებ საუბრობს რადამელ ფალკაო Goal.com-თან ინტერვიუში. "ჩემი კონტრაქტი გათვლილია სამ სეზონზე. მე აქ ბედნიერი ვარ და ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ არსად გადასვლას. ჩვენი მთავარია მიზანია ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა. ამ მიზნის მისაღწევად, რომ ვიბრძოდით გამოჩნდა კიდევ ერთი: ლა ლიგის ტიტულის მოპოვება. ვიცით რომ ”ბარსას” წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავიხარჯოთ ბოლომდე სანამ დარჩება თეორიული შანსი. ამ საქმეს ორმაგად ართულებს კატალონიელების სტაბილურობა, რაც მათ ბოლო 5 სეზონის განმავლობაში ახასიათებთ.”
კოლუმბიელმა ასევე გააკეთა განცხადება 7-ქულიან სხვაობაზე მეორე მადრიდულ კლუბთან - ”რეალთან”. ეს უკანასკნელი ბევრის გასაკვირვად წელს ბევრ ქულას კარგავს აუტსაიდერებთან და ზუსტად ამიტომაა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე. ”ძალიან კომფორტული სხვაობა გვიჭირავს ჩვენ თანაქალაქელებთან, რომლებიც მრავალი წელი უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ ვიდრე ჩვენ. ვიმედოვნებთ რომ ჩვენ უპირატესობას ხელიდან არ გავუშვებთ, მაგრამ მართალი გითხრათ ”რეალი” არ არის ჩვენი პრინციპული მეტოქე და არ გვაინტერესებს მათ წინ ვართ თუ უკან. ჩვენი მთავარი მიზანი უკვე მოგახსენეთ.”
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]