ვარჯიში ვილიას და სონგის გარეშე

ვარჯიში ვილიას და სონგის გარეშე

 

2 დღიანი დასვენების შემდეგ "ბარსელონას" მოთამაშეები "სიუტატ ესპორტივაზე" ვარჯიშს დაუბრუნდნენ. მოსალოდნელი იყო, რომ დავიდ ვილია დღეს თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშებდა მას შემდეგ, რაც გუშინ საავადმყოფო დატოვა, თუმცა ასტურიელი თავდამსხმელი დღეს სახლში დარჩა.

პუიოლი, ადრიანო და დოს სანტოსი თანაგუნდელებთან ერთად

ალექს სონგი, რომელსაც გასულ კვირას კუნთის ტრავმა ჰქონდა დღეს დარბაზში ვარჯიშობდა. ჩავი ერნანდესი ფიზიოთერაპიის კურსს გადიოდა. ნახევარმცველი აგრძელებს აღდგენით პროცესს.

ადრიანო კორეია და კარლეს პუიოლი, რომლებიც "ხეტაფესთან" შეხვედრაში უსაფრთხოების მიზნით შეცვალეს დღეს სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ. ასევე სრულად იტვირთებოდა ჯონათან დოს სანტოსი, რომელიც ტრავმირებული იყო.

აპლოდისმენტები პინტოს

სავარჯიშო სესიის დაწყების წინ თანაგუნდელები აპლოდისმენტებით შეეგებნენ ხოსე მანუელ პინტოს, რომელმაც ორშაბათს კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.