ნუნიესი: ”მოურინიო მარტოხელაა”
ნიკოლაი კასაუსის მე-100 დაბადების დღეზე, ოფიციალურ ცერემონიალზე ”ბარსას” ექს-პრეზიდენტმა - ხოსე ლუის ნუნიესმა კატალონიურ გრანდზე და მადრიდელების მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.
მესი საუკეთესოა
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც თავის დროზე მარადონას შეძენა შეძლო, დარწმუნებულია, რომ მესი საუკეთესოა: ”ბევრს უკითხავს ჩემთვის თუ ვინაა საუკეთესო საუკეთესოთა შორის.ბევრი ძლიერი ფეხბურთელი მინახავს, მაგრამ მისი პროფესიონალიზმი მოედანზე და მის გარეთ, თავისას ამბობს. მესი საუკეთესოა და ეს უდავოა. თუმცა, გუნდში გვყავს მესი №2 - ანდრეს ინიესტა. ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია ”ბარსას” ყველა წარმატებაზე ბოლო 3-4 წლის განმავლობაში.” ნუნიესმა ასევე დაამატა: ”კლუბი დიდად განსხვავდება ნაკრებისგან. ჩვენი გუნდი შეკრულია და ფეხბურთელები ერთმანეთს პატივს სცემენ. ჩვენ შევძელით ისეთი კოლექტივის აწყობა, რომელშიც აქცენტი კეთდება ახალგაზრდებზე. კანტერას ნებისმიერ წევრს აქვს შანსი მოხვდეს ”ბარსას” პირველ გუნდში.”
”მოურინიო მარტოხელაა”
ნუნიესი მუშაობდა მოურინიოსთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პორტუგალიელი იყო ”ბარსაში” ბობი რობსონის დამხმარე მწვრთნელი. ”მოურინიო - ნამდვილი პროფესიონალია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთ ძლიერ პიროვნებებსაც კი, როგორიც მესია, ჭირდებათ გამხნევება. მოურინიოს ეს აკლია და მარტოხელაა.” ინტერვიუს მიწურულს ნუნიესმა დაამატა: ”მოურინიოს ჩვენთან მუშაობის წლებში ”ბარსამ” ორი ჩემპიონატის მოგება შეძლო და მესამესაც მოახერხებდა პორტუგალიელი სპეციალისტი, ”პორტუში” რომ არ გაგვეშვა” (იცინის).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]