"მილანი" - "ბარსელონა". ჟორდი როურა მატჩის შემდეგ
ჟორდი როურამ აღიარა, რომ 2:0 ცუდი შედეგია, თუმცა აღნიშნა, რომ გუნდისადმი სრული ნდობა აქვს: "თუკი ვინმეს ვენდობი, ეს ჩვენი გუნდია. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ეს ფეხბურთელები მიიღებენ შედეგს" - ასევე მან დაამტა: "დარწმუნებულები ვართ, რომ ბარსელონაში შემდეგ ეტაპზე გასვლას მოვახერხებთ. ჩვენ სახლში ვთამაშობთ, გულშემატკივრები მხარს დგვიჭერენ და მოედანი ოპტიმალურ მდგომარეობაში იქნება".
გადაჭარბებული შედეგი
მწვრთნელმა თქვა, რომ "ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი. თუკი თამაშს თვალს გადავავლებთ შედეგი გადაჭარბებულია. პირველ ტაიმში შეხვედრას სრულად ვაკონტროლებდით, შემდეგ მათ ორი მომენტი ჰქონდათ და გაგვიტანეს".
როურას არ გაუკვირდა, თუ როგორ მიუდგა შეხვედრას მასპინძელი გუნდი: "ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია. "მილანმა" საკუთარი თამაში ითამაშა. მათ დაცვაში უამრავი მოთამაშე იმყოფებოდა, ძალიან ორგანიზებულები იყვნენ და სწორად მოქმედებდნენ".
მოედნის საშინელი მდგომარეობა
მწვრთნელმა ასევე განაცხადა: "პირველმა გოლმა ძალიან იმოქმედა ჩვენზე და შემდეგ ზედმეტად მონდომებულები ვიყავით". დასასრულს როურამ მოედნის მდგომარეობაზე ისაუბრა: "ეს მოედანი კარტოფილის მოედანი იყო. ასეთი მატჩისთვის ეს შეუფერებელი იყო".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]