მესი: “ბარსელონა უფრო “მეტ ფეხბურთს” თამაშობს ვიდრე “მანჩესტერი”
ლიონელ მესის სჯერა რომ "ბარსელონა” თამაშობს უფრო "მეტ ფეხბურთს” ვიდრე "მანჩესტერი”, რაც კატალონიელებისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების გასაღები იქნება.
არგენტინელი ვუნდერკინდი არის მთავარი იმედი "ბლაუგრანასთვის” ფინალის მოგებისა.
მესის აზრით წელს კატალონიის "ბარსელონამ” უდიდესი სასწაულები მოახდინა და სეზონი ძალიან შთამბეჭდავად ჩაატარა და კიდევაც იმსახურებს ტრიპლეტის გაკეთებას.
"ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოდ ბოლო და მთავარი ტიტულის მოგებისთვის. "მანჩესტერს” ყავს ძალიან ძლიერი გუნდი ძლიერი ფეხბურთელებით და არ ყავთ ჩვენსავით ბევრი ტრამვირებული , მაგრამ მე ვფიქრობ რომ ფინალში ჩვენ ვითამაშებთ უფრო მეტ ფეხბურთს ვიდრე ისინი და ჩემპიონობის შანსიც დიდი გვექნება”.
"ჩვენ ახლა მხოლოდ ლიგის ფინალზე ვართ კონცენტრირებულები, რადგან ჩვენ შეგვიძლია "ბლაუგრანას” ისტორიის წიგნში შევიდეთ და ამის გაკეთებას ვაპირებთ კიდევაც”, განაცხადა მესიმ.
კატალონიელებმა საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2006 წელს მოიგეს, სადაც არგენტინელი ვარსკვლავი არ იღებდა მონაწილეობას ტრამვის გამო.
"გუნდი რომელმაც იმ წელს ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ თუ ჩვენ ამ ფინალს მოვიგებთ თამამaდ შეგვეძლება თქმა იმის, რომ ეს სეზონი "ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო იყო. მე იმ ფინალში მონაწილეობა ვერ მივიღე ტრამვის გამო და ახლა ყველანაირად ვეცდები გუნდს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო და ფინალის მოგებაში დავეხმარო”. დაამატა მესიმ.
წყარო www.goal.com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]