"ბარსას” 20 ყველაზე უცნაური ფეხბურთელი
”ბარსელონა” არის კლუბი, რომელსაც მრავალი ლეგენდა ჰყოლია, მაგრამ ამ სტატიაში ჩვენ არ მოგვიწევს მათი გახსენება. აქ საუბარია ისეთ ფეხბურთელებზე, რომლების მოედანზე ყოფნაც კულესთვის ყოველთვის არასასიამოვნო იყო.
ამ ფეხბურთელებს უბრალოდ გაუმართლად, რომ მოუწიათ ასეთ დიდ კლუბში თამაში. ზოგიერთი მათგანის ტალანტი სკაუტების მიერ იყო გადაჭარბებული, ხოლო არიან ფეხბურთელებიც, რომლებზეც ნამდვილ კულესაც კი არ ექნება წარმოდგენა.
20. პეპე რეინა - ჯერ კიდევ თმიანი პეპე იცავდა ”ბარსელონას” ღირსებას. შესანიშნავი მაგალითი, რომ გავხსნათ ჩვენი ოცეული.
19. ოლეგერი - შეიძლება ბევრს მოსწონს ეს ფეხბურთელი, მაგრამ ნებისმიერი მისი გამოსვლა მოედანზე რაღაც ცუდის მომასწავებელი იყო.
18. რუშთუ რეჩბერი - 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ფანტასტიური თამაშის შემდეგ, თურქი მეკარე ”ბარსაში” მოხვდა. ზუსტად აქ მორჩა ფანტასტიკა და დაიწყო კოშმარი. ზუსტად ასე შეიძლება აღწერო ის ოთხი ჩატარებული მატჩი ლა ლიგაში.
17. დმიტრი ჩიგრინსკი - ამ ფეხბურთელზე ბევრი ლაპარაკიც არაა საჭირო. თავიდანვე მისმა ტრანსფერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და გრძელდებოდა მთელი მისი მოკლე კარიერის მანძილზე ”ბარსაში”.
16. ლუის გარსია - ეს ფეხბურთელი ცნობილია თავისი თამაშით ”ლივერპულში”. ზუსტად კატალონიიდან წავიდა იგი მერსესაიდში. ”ბარსას” მაისურით მან მხოლოდ 8 გოლის გატანა შეძლო 38 თამაშში. აღსანიშნავია, რომ გარსია არსად არ გაჩერებულა დიდი ხნით და არც არასდროს არ ყოფილა შედეგიანობით გამორჩეული.
15. ემანუელ პეტი - ფრანგი გამორჩეული იყო თავის ღია შეფერილობის თმითა და კიკინით. მან მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა ”ბარსაში” და აქედან დაიწყო მისი კარიერის დაღმასვლა.
14. სიმაუ - ”ბენფიკაში” და ”ატლეტიკოში” პორტუგალიელი ძალიან კარგ და შედეგიან ფეხბურთს აჩვენებდა, მაგრამ კატალონიელთა რიგებში მან ვერც ერთი წესიერი მატჩი ვერ ჩაატარა.
13. რიკარდო კუარეჟმა - მისმა არაორდინალურმა ტექნიკამ ვერ დაისადგურა ”კამპ ნოუზე”, როგორც ეს რონალდინიომ შეძლო. კარიერის პიკში მყოფს კრიშტიანო რონალდუსაც კი ადარებდნენ, მაგრამ ახლა ეს შედარება უბრალოდ დამცინავად ჟღერს.
12. მაქსი ლოპესი - მისი ორიგინალური გოლის აღნიშვნის ნახვის შესაძლებლობა კულეს მხოლოდ ორჯერ ჰქონდა: ჩემპიონთა ლიგაზე ”ჩელსის” კარში გატანილი გოლის შემდეგ და ესპანეთის თასზე ”სამორასთან” გატანილი პენალტის შემდეგ. ასე ორ სიტყვაში აღიწერება მაქსის მთელი კარიერა ”ბარსაში”.
11. ალფონსო პერესი - ალფონსო არის ყველაზე უცნაური ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა როგორც ”ბარსას”, ასევე ”რეალის” მაისურით. არცერთ გუნდში მას თავი არ გამოუჩენია და მისი მოხვედრა ამ გრანდებში გამოცანად რჩება.
10. სანტი ესკერო - დღემდე არ არის ცნობილი თუ რატომ იყიდა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ფრანკ რაიკაარდმა ეს ფეხბურთელი.
9. რობერტო ბონანო - ზუსტად მისი საშინელი თამაშის შემდეგ მიეცა პირველი შანსი ვიქტორ ვალდესს.
8. დემეტრიო ალბერტინი - ნახევარწლიანი მოღვაწეობის დროს იგი მხოლოდ ექვსჯერ გამოჩნდა მოედანზე. ამ ექვსი მატჩით დამთავრდა მისი საფეხბურთო კარიერა.
7. იარი ლიტმანენი - იგი უნდა გამხდარიყო ”ბარსას” ახალი ლაუდრუპი, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ ვერ გახდა...
6. უინსტონ ბოგარდი - იშვიათობა იყო მატჩი, როდესაც ბოგარდს 2-3 მეტრით წინ არ გაეგდო ბურთი და შემდეგ ტყუილად ერბინა. მან კატალონიაში ორი ბედნიერი სეზონი გაატარა (ბედნიერი პირად ცხოვრებაში).
5. რიშარ დიუტრუელი - ”ბარსამ” შეიძინა რობერტო ბონანო იმისთვის, რომ ეს მეკარე შეეცვალათ. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია...
4. ფრანჩესკო კოკო - იგი იყო პირველი იტალიელი ”ბარსას” შემადგენლობაში... და უდავოდ ყველაზე უარესიც!!
3. ფრედერიკ დეუ - საფრანგეთში ახალ ლორან ბლანად ითვლებოდა, მაგრამ ბლაუგრანაში მას ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია მთელი სეზონის განმავლობაში.
2. ემანუელ ამუნეკე - ნიგერიელი ”ბარსას” რიგებში 25 წლის ასაკში ჩაირიცხა და 3 სეზონის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა.
1. სამუელ ოკუნოვო - კიდევ ერთი ნიგერიელი, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა ”ბარსაში”. იგი ჩვენ ტოპ-20 ში პირველ ადგილს იკავებს. მან 14 მატჩი ჩაატარა ორი წლის განმავლობაში და ყოველი მისი წუთი მოედანზე უბრალოდ საშინელება იყო.

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]