”ბარსელონა” - ”რეალი”. ჟორდი როურა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” - ”რეალი”. ჟორდი როურა მატჩის შემდეგ

 

ჟორდი როურა დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელები დარჩენილი 2 ტურნირის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ: ”დღევანდელი დღისთვის ფეხბურთელებს ვერ გავაკრიტიკებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორმოდან ისინი საუკეთესო ფრომით ამოვლენ. ვფიქრობ, რომ ეს გუნდი სრულ ნდობას იმსახურებს. სამწუხაროა, როცა ტურნირს ეთიშები. ამ მოთამაშეებს ყველაფრის მოგება სურთ”.

”წინ მნიშვნელოვანი გამოწვევები გველის”

როურამ შეახსენა ჟურნალისტებს, რომ გუნდი იბრძვის ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში: ”ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს შეხვედრა და ფოკისურება მოვახდინოთ გეგმებზე. ჩვენ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში გავიმარჯვოთ პრიმერაში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის ”მილანთან” და მას დიდი მოლოდინებით ველით. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი გამოწვევებია და ბოლომდე ვიბრძოლებთ”.

”მადრიდელები მეტად ეფექტურები იყვნენ”

”რეალთან” მატჩის შესახებ როურამ განაცხადა: ”ვიცოდით, თუ როგორი თამაში გველოდა. ისინი ძალიან ეფექტურები იყვნენ და ვერ მოვახერხეთ მათი კონტრ-შეტევების შეჩერება. საერთო ჯამში ისინი უფრო მეტად ეფექტურები იყვნენ”.

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაზე საუბრისას როურამ აღნიშნა, რომ ეს განსხვავებული მატჩი იქნება: ”მადრიდელები განსხავებულად თამაშობენ. ვფიქრობ, რომ ”მილანი” უფრო დაკიტილ თამაშს შემოგვთავაზებს. ვფიქრობ, რომ ”მილანთან” მატჩში ტაქტიკური ცვლილებები იქნება. როდესაც მარცხდები უფრო ადვილად იგებ, თუ რა გაქვს შესაცვლელი”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.