უდიდესი ტალანტი - ანდრეუ ფონტასი
ანდრეუ ფონტასი არის 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ”მალიორკაში” არის გაშვებული იჯარით. მას აქვს ნათამაშები, როგორც ”ბარსა ბ-ს”, ისევე ბლაუგრანას პირველი გუნდის მაისურით. მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველია, მაგრამ კარგი მაღალი პასისა და მოედნის ხედვის წყალობით მას ასევე შეუძლია საყრდენ დახევარმცველზე თამაში.
ადრეული წლები
ფონტასი დაბადებულია და გაზრდილია კატალონიაში, ასე რომ მან იცის თავის საყვარელი კლუბის ტრადიციები. 11 წლის ასაკში ”ბარსელონას” რიგებში ჩაირიცხა და მთელი ბავშვობა ნახევარმცველის პოზიციას იკავებდა, მაგრამ როგორც კი მოთამაშეებმა დიდ სტადიონზე (100 მეტრიან სტადიონზე) გადაინაცვლეს, მისი პოზიცია ცენტრალურ მცველად შეიცვალა. ”ბარსა ბ-ს” რიგებში იგი ერთ-ერთი ყველა გამოყენებადი ფეხბურთელი იყო ლუის ენრიკეს მიერ.
”ბარსელონა”
მისი დებიუტი კატალონიელთა პირველი გუნდის მაისურით 2009 წლის 31 აგვისტოს გაიმართა. ანდრემ შეცვალა ”ლა მასიას” სხვა აღზრდილი ხერარ პიკე. მოედანზე მან მხოლოდ 6 წუთი დაჰყო. 2009-2010 წლების სეზონში იგი კიდევ ორჯერ იყო გამოძახებული პეპ გუარდიოლას მიერ ესპანეთის სუპერთასზე და უეფას სუპერ თასზე, მაგრამ არც ერთ მათგანში არ გამოჩენილა მოედანზე.
2010 წლის 20 ნოემბერს ფონტასის ოცნებაც რეალობად იქცა. იგი იყო ”ბარსას” სასტარო შემადგენლობის წევრი და პირველივე მატჩში გააკეთა 50-მეტრიანი საგოლე გადაცემა. მისი სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა პოზიტიურად აისახა კლუბზე და კატალონიელებმა შეძლეს ”ალმერიის” დამარცხება ანგარიშით 8-0. ამავე წლის 7 დეკემბერს შედგა მისი პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზეც. ყველას გასაკვირვად, ცენტრალურმა მცველმა შეძლო ჩემპიონთა ლიგის დებიუტზე გოლის გატანა. ეს კი ნებისმიერი თავდამსხმელის ოცნებაა...
2012 წლის 15 ოქტომბერს ფონტასი იჯარით გაშვებული იქნა ”მალიორკაში”. თვითონ ფეხბურთელისა და ”ბარსას” ხელმძღვანელობის აზრით ეს შეუწყობს ხელს მის პროგრესს. მართლაც, ესპანელს არ აწყენდა ზედმეტი სათამაშო დრო.
ანდრე ფონტასი არის ძალიან ჭკვიანი და ამ პოზიციისთვის ტექნიკური ფეხბურთელი. ჯერ კიდევ ”ბარსა ბ-ში” თამაშისას მას მექსიკელ ლეგენდას, მარკესს ადარებდნენ. მის მსგავსად კატალონიელს ძალიან კარგი მაღალი გადაცემა აქვს და ეს ”ალმერიის” წინააღმდეგ მატჩშიც დაამტკიცა. თუ თქვენ მხოლოდ ეს სტატია გაქვთ წაკითხული ამ ფეხბურთელის შესახებ შეიძლება არ მოგეწონოთ, რადგან მისი ფუნქცია გუნდში არ არის შედეგიანობა და ეფექტური თამაში. იგი არის უხეში და ამავდროულად ჭკვიანი. მისი სასარგებლო საქმე გუნდისთვის უბრალოდ შეუფასებელია. ”ბარსელონა” გამორჩეულია თავისი ტალანტების შენახვითა და თვალისჩინივით მოპყრობით, ასე რომ ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ფეხბურთელის დაბრუნებისთანავე სამწვრთნელო შტაბი, უკვე გამოცდილ ფონტასს სათამაშო დროსაც მისცემს და სრულადაც გამოიყენებს. ამ ეტაპზე ბლაუგრანას პრობლემები აქვს დაცვაში, მაგრამ თუ გადავხედავთ სახელებს ამას ნაღდად ვერ ვიტყვით. პიკე, პუიოლი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ნაკრების ძირითადი მცვლეები არიან, მაგრამ მათაც ხომ ესაჭიროვებათ შემცვლელი? ”ბარსა” ზუსტად იმით გამოირჩევა, რომ ყოველთვის უფრო დიდი რესურსი აქვს სხვა კლუბებთან შედარებით. არამგონია ფონტასი, მარკ ბარტრას დუეტი ნაკლებად სასარგებლო იყოს.
ამ სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელშიც ჩანს თუ რა კარგად კითხულობს თამაშს და რამდენად კარგი ჩამშლელი ეზრდება ”ბარსელონას”:
[media=http://www.youtube.com/watch?v=R44QVvyvJnQ]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]