ყურშა გაყოყოჩდა

ყურშა გაყოყოჩდა

"ბარსელონას" გულშემატკივართა დიდ ნაწილს, ალბათ აღარც კი ახსოვს, როდის ჰქონდათ კატალონიელებს წარუმატებელ მატჩთა ასეთი სერია. ცუდი მატჩემი ბაქსიმუმ ერთი მოწინააღმდეგით შემოიფარგლებოდა ხოლმე (ინტერი, ჩელსი..), ამჯერად კი გუნდისთვის ისედაც მუდმივად რთულ თებერვლის თვეს უმწვრთნელობაც თან დაერთო. "ბარსას" არასათანადო ასპარეზობას საფეხბურთო წრეებში დიდი რეზონანსი მოჰყვა, ლაპარაკის უნარი დაიბრუნა ყველამ, ვინც და ვისი გუნდიც აქამდე კატალონიელებს დაუმარხებიათ და გაუმწარებით, მავანი ამორალური ფეხბურთელების კრებულთა ექსპერტ-გულშემატკივრები კი მორალზეც ალაპარაკდნენ, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს... თუმცა ამაზე დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.

ყველაფერი კი მილანთან მატჩით დაიწყო. მოედანი რა მდგომარეობაში იქნებოდა უკვე ყველამ იცოდა, კატალონიელების შესაჩერებლად მსგავსი რამ მასიმილიანო ალეგრიმ ერთი წლის წინაც იკადრა და არც ამჯერად დაუდგებოდა წინ რაიმე. და მაშინ, როდესაც მატჩი მკვდარი 0-0-სკენ მიექანებოდა, მილანელებს მხსნელად ზუსტადაც არბიტრი მოევლინათ, რომელზეც აქამდე სულ წუწუნებდნენ (მართალია შემდგომ სასწრაფოდ გავრცელდა ვიდეოები, რომლებშც ზაპატას მოქმედება მაინც და მაინც იმ რაკურსითაა გადაღებული, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ჩანს, მაგრამ არაუშავს), ამან "ბარსელონა ძალიან არია და საკუთარ კარში მეორე ბურთიც მიიღეს, რომელიც უკვე მილანელთა გააზრებული და კარგი თამაშის შედეგი იყო. ერთი სიტყვით მილანმა მოიგო და არც იტალიურ სტილში მსაჯებზე წუწუნი დაუწყია ვინმეს კატალონიელთა მხრიდან, სამაგიეროდ ენა ამოიდგა სუპერმარიოდწოდებულმა, რომელმაც შარშანდელ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაბითურება ჯერ კიდევ ვერ მოინელა და ბოღმიანი ფრაზები აფრქვია ლეო მესის მისამართით -მოედანზე მესი ვერც კი დავინახეო. მილანელთა ახალწვეულს, არც ბოატენგი ჩამორჩა, რომელმაც ბარსელონას სათამაშო სტილს უინტერესო უწოდა და საკუთარ ბებიასაც კი შეადარა. უფრო ზუსტად რა უნდა ვუწოდოთ ამ გაუთლელი ბიჭების კომენტარებს, რომელთაც მეტოქის მიმართ პატივისცემის ნატამალიც არ გააჩნიათ, ეს მკითხველისთვის და იმ პუბლიკისათვის მომინდვია, რომელიც განმეორებით მატჩზე ნოუ კამპის ტრიბუნაზე ისხდება.

ახალა გადავიდეთ მეორე და არანაკლებ მძიმე შემთხვევაზე. 2007 წლის შემდეგ მადრიდელებმა პირველად მოახერხეზ რასაც ჰქვია დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება, 5-6 წელი კი ფეხბურთში ერთობ დიდი დროა და ამ შემთხვევაში სრულიად გასაგებია მათი მხრიდან ემოციების მოთოკვის უნარის შესუსტება რომ იგრძნობა. თუმცა მაინც გამოცანად რჩება, რამ ააცუნდრუკა ასე მადრიდელთა თავკაცი, რომელმაც როურაზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჩვების შემდეგ გასახდელში პოზიორობას მიჰყო ხელი და ობიექტივის წინ სამი თითი არმართა იმ სამი გატანილი გოლის ნიშნად, რომელიც რეალს კამპ ნოუზე ერთ მატჩში ათწლეულებია არ გაეტანა. თუმცა არსებობს მეორე თეორიაც, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც ალბათ არ ეგების - შესაძლოა მადრიდელთა თავკაცი სამი თითით არა გოლების რაოდენობაზე, არამედ მისი გუნდის მიერ პრიმერა დივიზიონის ცხრილში დაკავებულ ადგილზე მიგვანიშნებდა, მოდით ეს საკითხიც ღიად დავტოვოთ.

ახლა რაც შეეხება დაპირებული მორალის თემას. მადრიდელებს "ყურშა გაყოყოჩდა" დაემართათ და ნოუ კამპის აპლოდისმენტებზე გაუჩნდათ პრეტენზია. დიახ, მავანთა აზრით, კატალონიურ პუბლიკას რომ სინდის-მორალის ნატამალი ჰქონოდა, 2 გოლის გამტან რონალდოს აპლოდისმენტებით დაასაჩუქრებდა, ისევე, როგორც ეს 2006-ში ბერნაბეუს გულშემატკივარმა გააკეთა რონალდინიოს მიმართ. ვერაფერს იტყვი, შესაშური მადრიდული ლოგიკა საქმეშია და პრინციპში შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რონალდინიოს და რონალდოს მიერ გატანილი გოლების ესთეტურ მხარეს, თუ მხედველობაშ არ მივიღებთ ამ ორი მატჩის საბოლოო ანგარიშს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ რონალდინიოს მადრიდელთა თავკაცისთვის ხელია რასოდეს უკრია... მგონი, ზედმეტად ბერი "თუ" დაგროვდა.

ერთი სიტყვით, უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში "ბარსელონას" შეურაცხყოფა სცადეს, დიახ მხოლოდ სცადეს, რადგანაც კატალონიელები ღირსეულად დახვდნენ ამ შემოტევას და არ გაუციათ მომხდურთა ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკისათვის სათანადო პასუხი, ზოგადად ეს ის გუნდია, რომელსაც პასუხის გაცემა მოედანზე უყვარს და ამას აუცილებლად გააკეთებს ადრე თუ გვიან, უმწვრთნელოდ თუ მწვრთნელიანად, 5 თუ 6 ბურთით, შინ თუ გარეთ...

 

თორნიკე რაზმაძე

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.