"რეალი” - ”ბარსელონა”. იცით, თუ არა რომ...

"რეალი” - ”ბარსელონა”. იცით, თუ არა რომ...

 დღეს საღამოს ჩვენ სეზონის რიგით მეექვსე კლასიკოს ვიხილავთ. ”ბარსა” ბერნაბეუზე 16 ქულიანი ჰანდიკაპით არასდროს არ ჩასულა. ამ თამაშს კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო ფაქტი ახლავს...

- როგორც არ უნდა მორჩეს თამაში, ”ბარსა” წამოვა ბერნაბეუდან ყველაზე დიდი უპირატესობით თავის ისტორიაში - 13, 16, 19.

- ”ბარსა” არ დამარცხებულა ბოლო ოთხ თამაშში ბერნაბეუზე: 3 მოგება და 1 ფრე.

- ბლაუგრანას აქვს მხოლოდ სამი წაგება ბერნაბეუზე ბოლო 10 წლის განმავლობაში.

- კატალონიელებს, თავის ისტორიაში ბერნაბეუზე აქვთ მოგებული 17-ჯერ. აქედან 5 გამარჯვების მოპოვება მათ ბოლო ათწლეულში მოახერხეს.

- ჟორდი როურა იყო ”ბარსას” განაცხადში 1990/91 წლებში, მაგრამ იგი მოედანზე არ გამოსულა.

- ”რეალს” არ წაუგია ბოლო 24 მატჩი საკუთარ არენაზე. ბოლოს ამის გაკეთება ისევ ”ბარსამ” მოახერხა 2011 წლის დეკემბერში.

- მესიმ ბოლო ოთხ გასეირნებიდან ბერნაბეუზე (ლა ლიგის ფარგლებში), სამ თამაშში შეძლო თავის გამოჩენა.

- ლეო მესიმ ამ სეზონში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: იგი იტანს გოლს ბოლო ათ გასვლით შეხვედრაში და ასევე, ლა ლიგის 15 ტური ზედიზედ იღებს მეტოქის კარებს.

- ჩავის მიუძღვის სამი საგოლე გადაცემა მესისთვის ბერნაბეუზე.

- კრიშტიანო რონალდო იჩენს თავს ბოლო ოთხ კლასიკოში და 2011 წლიდან მოყოლებული მას ეკუთვნის მისი გუნდის მიერ ”ბარსას” კარებში გატანილი გოლების 50% (რეალი - 20, კრიშტიანო - 10)

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.