ჰაინკესი: "ბუსკეტსი და შვაინშტაიგერი საუკეთესოები არიან"

ჰაინკესი: "ბუსკეტსი და შვაინშტაიგერი საუკეთესოები არიან"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მიიჩნევს, რომ ბასტიან შტაინშტაიგერი და სერხიო ბუსკეტსი, თავიანთ პოზიციაზე, საუკეთესო ფეხბურთელები არიან.

"ბუსკეტსი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ბასტიანთან ერთად, მას მსოფლიოს საუკეთესო ნახვარმცველად მივიჩნევ." - აცხადებს იუპ ჰაინკესი.

შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონას" ყოფილი და "ბაიერნის" მომავალი მთავარი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას აღმოჩენაა. მან 20 წლის ფეხბურთელი პირველ გუნდში 2008 წელს გადმოიყვანა და მას შემდეგ, კატალონიელი საყრდენი ნახევარმცველი თავის უმაღლეს კლასს მუდმივად ამტკიცებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.