ტიტო ვილანოვა ნიუ-იორკში ნადალის თამაშზე გამოჩნდა

ტიტო ვილანოვა ნიუ-იორკში ნადალის თამაშზე გამოჩნდა

 

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა რაფაელ ნადალის მიწვევით ორშაბათს საჩოგბურთო შეხვედრას დაესწრო, სადაც ესპანელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდა.

ტიტო შეხვედრას ნადალის მამასთან, სებასტიან ნადალთან და მის აგენტთან, კარლოს კოსტასთან ერთად ადევნებდა თვალს. "ბარსელონას" თავკაცთან ერთად იმყოფებოდა ექიმი კოტორო, რომელიც ესპანეთის საჩოგბურთო ნაკრების წევრი და რაფაელ ნადალის პირადი ექიმია.

მიუხედავად ნადალის დამარცხებისა ტიტომ დრო კარგად გაატარა. საჩვენებელი შეხვედრა ნამდვილ წარმოდგენად გადაიქცა და მასში მონაწილეობა ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ბენ სტილერმა მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.