რუნი: ბარსა ფეხბურთით გვიგებდა ხოლმე
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი განმეორებითი მატჩები. 1/4 ფინალში დორტმუნდის ბორუსია და მადრიდის რეალი გავიდნენ. დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მანჩესტერულმა მატჩმა, რომელიც მანჩესტერელებს მშვიდი გამარჯვებისკენ მიჰყავდათ, სანამ თურმქმა არბიტრმა ნანის უსამართლოდ გაძევებით (რასაც მადრიდელთა მთავარი მწვრთნელიც აღიარებს) რეალს გამარჯვება ლანგრით არ მიართვა.
მატჩის შემდეგ უამრავი კომენტარი გაკეთდა, მანჩესტერელთა ერთ-ერთმა ლიდერმა უეინ რუნიმ "ბარსელონასთან" წაგებული ორი ფინალიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის მატჩები არ იყო ამდენად გულდასაწყვეტი, რადგანაც კატალონიელებმა მეტოქე ფეხბურთით დაჯაბნეს და არა ქურდობით.
ბარსელონა არც გაძევებულ ნანის დავიწყებია, რომელმაც სინანული გამოთქვა მომხდარის გამო და მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი კომენტარით შემოიფარგლა: "ახლა ვხვდები, რას გრძნობდა შაბათს ვიქტორ ვალდესი".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]