ორტეგა: "იმედი მაქვს, მესი ჩემს გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშებს"

ორტეგა: "იმედი მაქვს, მესი ჩემს გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშებს"

 "რივერ პლეიტის", "ვალენსიასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, არიელ ორტეგა აპირებს, რომ გამოსამშვიდობებელ მატჩში ლიონელ მესი მიიწვიოს. შეხვედრა ივნისში გაიმართება "რივერის" მშობლიურ არენაზე "მონუმენტალზე". იტყობინება სამხრეთამერიკული პრესა.

 

"მე მოწვევას გავუგზავნი ლიონელ მესის და იმედი მაქვს, იგი დამთანხმდება და მონაწილეობას მიიღებს მატჩში. გამიხარდება, თუ იმ დღეებში ლეო დაკავებული არ იქნება. თავად კი ვთვლი, რომ მას აუცილებლად ექნება თამაშის სურვილი". აცხადებს ორტეგა.

 

შეგახსენებთ, რომ არიელ ორტეგა, თავის დროზე, ითვლებოდა ერთ-ერთი საუკეთესო არგენტინელ ტალანტად. სამწუხაროდ, მას პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან დაკავშირებით.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.