”ბარსელონა” - ”მილანი”. ჟორდი როურა მატჩის წინ
ჟორდი როურა დიდი იმედებით ელოდება ”მილანთან” განმეორებით შეხვედრას და საკუთარი ფეხბურთელების სჯერა. მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ გამარჯვების მომტანი სწორი თამაში იქნება. ”საჭიროა ვიპოვოთ ბალანსი სურვილსა და შესაძლობლობებს შორის. ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და შეხვედრის არცერთ ეპიზოდში ფუნქციები არ უნდა დავკარგოთ. ორი გოლი შეიძლება გავიდეს სწრაფად ან შეხვედრის დიდ მონაკვეთში” - განაცხადა როურამ პრეს-კონფერენციაზე.
სასტარტო შემადგენლობა
სამწვრთნელო შტაბი ტიტოს და როურას ხელმძღვანელობით უკვე დღეებია ფიქრობენ შეხვედრის შესახებ. ეს მატჩი კალენდარში წითლადაა მოხაზული. ძირითადი შემადგენლობის შესახებ ჟორდიმ განაცხადა: ”ჩვენ შემადგენლობის დიდი ნაწილი გადაწყვეტილი გვაყვს, თუმცა რამდენიმე პოზიციაზე არის ეჭვები. აღსანიშნია ისიც, რომ სათამაშოდ ყველა მზადაა, ერთადერთი გამონაკლისი ჩავი ერნანდესია, რომელიც პარასკევის შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს. მისი აღდგენა პოზიტიურად მიმდინარეობს და ჩვენ ბოლო ვარჯიშზე მივიღებთ გადაწყვეტილებას”.
”საჭიროა შეტევა”
მატჩისთვის მომზადების შესახებ მან განაცხადა: ”ჩვენ ”მილანის” მონაწილეობით ბევრი მატჩის ჩანაწერი ვნახეთ და ყველა მათგანში ისინი მსგავსი სისტემით მოქმედებენ. ღრმად შევისწავლეთ ჩვენი პირველი თამაში და ეს უმთავრესია. ჩვენ ველოდებით ”მილანს”, რომელიც შედეგზე ითამაშებს. ჩვენ ბევრი სტრატეგიული გეგმა დავისახეთ და არ გამოვრიცხავ პენალტების სერიას”.
”ტიტო დაძაბული ადევნებს თამაშებს თვალს”
ჟორდი როურას შეეკითხნენ, თუ როგორ ადევნებს გუნდის თამაშებს თვალს ტიტო ვილანოვა. ”ძალიან დაძაბულად. ეს გვაკვირვებს, რადგან პროცედურების შემდეგ მას კიდევ შერჩა ძალები და ენერგია, რათა ყველაფრის კურსში იყოს. ჩვენ ანალიზს მასთან ერთად ვაკეთებთ და ვგეგმავთ სტრატეგიას. ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, თითქოს ის აქ იყოს. ის ყოველთვის გვეხმარება”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]