პირდაპირი! ყველაფერი მატჩის შესახებ
”ბარსელონას” ოფიციალური საიტი მთელი დღის განმავლობაში მატჩთან დაკავშირებით ცოცხალ რეჟიმში შემოგვთავაზებს სიახლეებს, რასაც ასევე გაეცნობიან ბარსამანიას მომხმარებლები.
14:30 საათი:

ხოსე მანუელ პინტო ტვიტერის საშუალებით გვატყობინებს: ”დილა მშვიდობისა! ახლა ავტობუსში ვიმყოფებით და ”ნოუ კამპზე” მსუბუქი ვარჯიშისთვის მივემზაგვრებით, რათა თამაშისთვის მოვემზადოთ”.
14:00 საათი: ფეხბურთელებმა დატოვეს სასტუმრო და სტადიონზე სავარჯიშოდ მიდიან. სესია 15 საათზე დაიწყება.
14:25 საათი: 19 ფეხბურთელი ჟორდი როურას ხელმძღვანელობით ”ნოუ კამპზე” იმყოფება, ვარჯიშის დაწყებამდე 35 წუთი რჩება.
15:00 საათი: ის ფეხბურთელები, რომლებიც დღევანდელი მატჩის განაცხადში მოხვდნენ სტადიონზე იმყოფებიან და მზადებას იწყებენ. მზადება ”ნოუ კამპზე” მიმდინარეობს, რომლის ტრიბუნებიც ახლა ცარიელია, თუმცა ღამით ბოლომდე გაივსება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=SeJroeC6530]
15:25 საათი:
დეულოფეუს მხარდაჭერა: ”დღეს დიდებული დღე იქნება! ეს რთულია, თუმცა უნდა შევძლოთ”.
16:00 საათი: სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ ჩავი ერნანდესმა ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო.
17:00 საათი: ფეხბურთელები ვარჯიშის შემდეგ სასტუმროში დაბრუნდნენ და შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებენ.
20:30 საათი: დღევანდელ შეხვედრას 147 ქვეყნის 745 აკრედიტირებული ჟურნალისტი დაესწრება. 69 ჟურნალისტი იტალიურ მედიას წარმოადგენს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]