მესიმ "ბარსელონას" პირველად უკაპიტნა

მესიმ "ბარსელონას" პირველად უკაპიტნა

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, "რაიოსთან" მატჩში, "ბარსელონას" პირველად უკაპიტნა. არგენტინელმა კაპიტნის სამკლავური 63-ე წუთზე, მას შემდეგ გაიკეთა, რაც მოედანი ანდრეს ინიესტამ დატოვა.

"ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში პირველი 3 კაპიტნიდან ვერცერთი მოხვდა. პუიოლსა და ჩავის ტრავმები აქვთ, ხოლო ვალდესი დისკვალიფიკაციას იხდის. შესაბამისად, გუნდის კაპიტანი ანდრეს ინიესტა იყო, რომელმაც მოედანი 63-ე წუთზე დატოვა.

ინიესტას მოედნიდან გასვლის შემდეგ, კაპიტნის სამკლავური ლიონელ მესის გადაეცა. არგენტინელს, ამხანაგურ მატჩებში, აქამდეც უკაპიტნია, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრაში - არასდროს.

"რაიოსთან" გამართული მატჩი მესისთვის სხვა მხრივაც იცო განსაკუთრებული. არგენტინელმა ლა ლიგის ზედიზედ მე-18 თამაშში გაიტანა და თავისი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა. შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებული მსოფლიო რეკორდი ზედიზედ 16 ტურში გატანა იყო და ის პოლონელ ტეოდორ პეტერეკს ეკუთვნოდა. თუ მომდევნო ტურში, ლეომ "სელტასაც" გაუტანა, მას ზედიზედ 19 შედეგიანი თამაში დაუგროვდება, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ერთ სეზონში, მესის ლა ლიგის ყველა მეტოქის კარი ექნება აღებული.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.