ბუსკეტსი: "დელ ბოსკემ ჯილდო დამსახურებულად მიიღო"
კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, ფიფას ჯილდოსთან დაკავშირებით, მოურინიოს გამონათქვამებს პასუხი გასცა.
"ახლა, დროა ვისაუბროთ იმ სანაკრებო მატჩებზე, რომლებიც მოგვიახლოვდა. თუმცა, მინდა ვუპასუხო ჟოზე მოურინიოს გამონათქვამებს ფიფას ჯილდოსთან დაკავშირებით და განვაცხადო, რომ ვისენტე დელ ბოსკემ საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო დამსახურებულად მიიღო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც ყოველთვის, მოურინიოს გამონათქვამმა დელ ბოსკეს განწყობაზე ვერც ამჯერად იმოქმედა. ვისენტეს, როგორც ყოველთვის, ყველაფერი რიგზე აქვს." - დაასრულა ბუსკეტსმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]