ვილია: ”მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობ”
”ბარსელონას” თავდამსხმელი დავიდ ვილია იმყოფება ესპანეთის ნაკრებთან ერთად. მან რამდენიმე კომენტარი გააკეთა სეზონის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით: ”ჯერ არც ვფიქრობ კონტრაქტის გახანგრძლივების თემაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია აწმყო და ახლო მომავალი. მე მინდა, რომ ეს სეზონი კარგად დამთავრდეს, როგორც ჩემთვის, ისე კლუბისთვის.”
ასტურიელმა თავდამსხმელმა ასევე ისაუბრა ”ბარსელონას” ამჟამინდელ სიტუაციაზე: ”სეზონის დასაწყისიდან დღემდე არც ისე ბევრი ვითამაშე, მაგრამ რაც მთავარია გუნდი იგებს. ასევე პატარ-პატარა პრობლემებიც მქონდა, ამასთან ერთად ის ურთულესი ტრავმა. ზუსტად ამ უკანასკნელის გამო მე ვეღარასდროს ვეღარ დავიხარჯები 100%-ით, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი.”
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]