ნეიმარის კონტრაქტი ”ბარსასთან”. მთავარი პუნქტები
მოდით მოკლედ განვიხილოთ ნეიმარის სამოქალაქო ხელშეკრულება ”ბარსასთან”, რომელიც მან 2011 წლის ნოემბერში გააფორმა.
პირველი პუნქტის თანახმად, კატალონიელებს 10 მილიონი ევრო თავიდანვე უნდა გადაეხადათ. ”ბარსას” ხელმძღვანელობამ ეს ნოემბერშივე მოაგვარა. ტრანსფერის მთლიანი ფასი კი შეადგენს 45 მილიონ ევროს (+ საკომისიო გადასახადები ”სანტოსთან” კონტრაქტის ადრე გაწყვეტისთვის)
”ბარსას” და ბრაზილიელ ამომავალ ვარსკვლავს შორის დადებული ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება არცერთ ფიფას კანონს. რაც მთავარია, კონტრაქტი არანაირად არ არის დაკავშირებული სპორტის სფეროსთან, ხელშეკრულება შემოიფარგლება მხოლოდ სამოქალაქო და ეკონომიკური მოვალეობებით.
2013 თუ 2014?
ერთადერთი გადაუჭრელი კითხვა არის: ”როდის გადმოვა ნეიმარი ”ბარსაში”? 2013 წლის ზაფხულში, თუ ბლაუგრანა 2014 წლამდე დაიცდის, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ მორჩება? თუ ”ბარსელონას” წელს უნდა ნეიმარის გადმოყვანა მათ მოუწევთ 45 მილიონის გადახდა, მაგრამ თუ კატალონიელები მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას დაელოდებიან, სანამ ნეიმარს კონტრაქტი არ ამოეწურება ”სანტოსთან”, მაშინ როსელს 1 ზედმეტი ცენტის გადახდაც არ მოუწევს (ზედმეტში საკომისიო გადასახადები ითვლება, რომლებიც 15 მილიონ ევროს შეადგენენ). ანუ გამოვიდა, რომ კიდევ 1 წლის ლოდინი დაუზოგავს კლუბს 15 მილიონს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]